დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ შემცირდა ინფლაცია ივნისში - სებ-ის განმარტება

რატომ შემცირდა ინფლაცია ივნისში - სებ-ის განმარტება

2023-07-04 20:00:18

„საერთაშორისო ბაზრებზე საქონლის ფასები სტაბილურად იკლებს და მცირდება საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც. ეს ტენდენციები საქართველოს ბაზარს გადმოეცემა და გამყარებული ლარის კურსის ფონზე ინფლაციას ამცირებს. ინფლაციის შემცირებას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც ხელს უწყობს", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ივნისის თვის ანგარიშშია აღნიშნული. 

ივნისში წლიური ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ჩამოცდა და 0.6% შეადგინა. იმპორტირებული საქონლის ფასები წლიურად 5.9%-ით შემცირდა. ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ფასები წლიურად 8.5%-ით გაიზარდა. შერეული პროდუქტების ფასები 6.8%-ით შემცირდა

„ინფლაციის შემცირებას მეტწილად იმპორტული და შერეული ინფლაციის კლება განაპირობებს.

იმპორტული ინფლაციის შემცირებას, საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან ერთად ლარის კურსის გამყარება უწყობს ხელს.

ივნისში წლიური ინფლაციის შემცირება დიდწილად საწვავის, მზესუმზირის ზეთისა და მედიკამენტების ფასების კლებამ განაპირობა“, - ნათქვამია ანგარიშში.

მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია თვის მიმოხილვაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები