დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ უდრის დეკემბრის ერთი თვე საცალო ქსელებისთვის მთელს წელს - ასოციაციის შეფასება

რატომ უდრის დეკემბრის ერთი თვე საცალო ქსელებისთვის მთელს წელს - ასოციაციის შეფასება

2024-01-03 21:00:00

Business Insider Georgia-სთან რითეილ ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე ამბობს, რომ სადღესასწაულო დღეებში მომხმარებლის ქცევა პროდუქტზე მოთხვნას ავტომატურად ზრდის. ირკვევა, რომ არსებობს ამ დაუწერელი წესის საწინააღმდეგო ვარიანტი - სწორედ ამ პერიოდში რითეილერები, მაღალი კონკრენციის საფუძველზე, მომხმარებლის გადაბირებაზე მუშაობას იწყებენ.

„ძირითადად სწორედ სადღესასწაულო დღეებს ემთხვევა სააქციო პერიოდები. ანუ როცა ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე ფასის მატების ნაცვლად სააქციო შეთავაზებები იდება.ნიგოზზე, თაფლზე, ფქვილზე, კვერცხზე, მარტივად რომ ვთქვათ „ოლივიეს პროდუქტებზე“ ქსელები ფასის დაწევას ცდილობენ და ხშირ შემთხვევაში ბაზარს პროდუქტს შესასყიდ ფასზე ნაკლებად სთავაზობენ. ამის მიზეზი ისაა, რომ სწორეს ასეთი პროდუქტები ქმნიან „ტრეფიკს“, ეს ნიშნავს რომ მომხარებელი ე.წ ოქროს შესყიდვებს აკეთებს.

ყველანი წავსულვართ საყიდლებზე კონკრეტული სიით, თუმცა იმპულსურად ბევრი სხვა რამ შეგვიძენია, რაც დაგეგმილი საერთოდ არ გვქონია. სააქციო კალათაში სწორდ ასეთი პროდუქტები ვარდება, რომლებიც როგორც გითხარით ზრდიან „ფუდტრეფიკს“, ისინი იმპულსურია და მომხმარებელს იზიდავს“, - აცხადებს მირანდა მანჯგალაძე.

დეკემბრის ერთი თვე რითეილერებისთვის მთელს წელს უდრის, რადგან როგორც მირანდა მანჯგალაძე ამბობს, რომ დეკემბერში ასორტიმენტში ახალი დანამატები ჩნდება.

„დეკემბრის თვის საოპერაციო ციკლი, არა მხოლოდ საქართველოში, დანარჩენ მთელს წელს უდრის. ანუ ეს ერთი თვე მთელი წლის შესაბამისა“, - ამბობს რითეილ ექსპერტი.

 

ავტორი:

სოფო ბერიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

13 წუთის წინ

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები