დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რაზე ხარჯავს მოსახლეობა ყველაზე მეტ ფულს

რაზე ხარჯავს მოსახლეობა ყველაზე მეტ ფულს

2023-05-25 11:14:44

2022 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1 551.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20.3 პროცენტით მეტია.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე 22.0 პროცენტით გაიზარდა და 1 413.6 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 21.7 პროცენტით გაიზარდა და 420.7 ლარს გაუტოლდა.

2022 წელს, წინა წელთან შედარებით შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში გაიზარდა 1.4 პროცენტული პუნქტით და 71.5 პროცენტი შეადგინა.

ქვეყნის მოსახლეობის ჯამური ხარჯები ქალაქის ტიპის დასახლებებში 19.2 პროცენტით გაიზარდა და 951.5 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 22.2 პროცენტით გაიზარდა და 600.4 მილიონი ლარი შეადგინა.

2022 წლის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში კვლავ ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს და 41.8 პროცენტს შეადგენს, რაც 1.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სამომხმარებლო ფულადი ხარჯების კატეგორიების პროცენტული განაწილება, 2022 წელი: 

  • სურსათზე, სასმელზე, თამბაქოს ნაწარმზე - 41,8%;
  • სხვა სამომხმარებლო ხარჯები -13%;
  • ჯანმრთელობის დაცვაზე - 12%;
  • საცხოვრებელ სახლზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე და სხვა სათბობზე - 11,8%;
  • ტრანსპორტზე - 11,8%;
  • ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე - 3,9%;
  • საოჯახო მოხმარების საქონელზე -,3,4%;
  • განათლებაზე - 2,3;

 

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

54 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები