დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რეგიონულ ჭრილში, საქართველოში ინტერნეტის ტარიფი ყველაზე მაღალია - კვლევა

რეგიონულ ჭრილში, საქართველოში ინტერნეტის ტარიფი ყველაზე მაღალია - კვლევა

2023-10-02 13:00:19

კომპანია Cable.co.uk-მა 237 ქვეყანაში მობილური ინტერნეტის ტრაფიკი  გააანალიზა, რათა შეედარებინა ქვეყნების მიხედვით 1 GB ინტერნეტის ღირებულება. საქართველო 156-ე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც მობილური ინტერნეტი ყველაზე ხელმისაწვდომია.

საქართველოში 1 GB მობილური ინტერნეტის ტარიფი 5 ლარია, რაც 1.91 დოლარია. 

Cable.co.uk-ის თანახმად, რეგიონულ ჭრილში საქართველოში ინტერნეტის ტარიფი ყველაზე მაღალია. რადგანაც სომხეთში (88-ე ადგილი) 1 GB მობილური ინტერნეტი 0.98 დოლარი ღირს, ხოლო აზერბაიჯანში (146-ე ადგილი) 1.76 დოლარი.

რეიტინგის თანახმად, ისრაელი გთავაზობთ ყველაზე იაფ მობილურ ინტერნეტს. საშუალო ფასი 1 GB ინტერნეტზე აქ 0.02 დოლარია.

შეერთებული შტატები რჩება პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ქვეყნად, რომელიც მობილური ინტერნეტის ღირებულებით მსოფლიოში 219-ე ადგილზეა. აქ 1 GB ინტერნეტზე საშუალო ფასი 6 დოლარია.

237 ქვეყანას შორის, რომლის მონაცემების გაანალიზებაც მოხდა ინტერნეტი ყველაზე ძვირი ზიმბაბვეშია: ამ ქვეყანაში 1 GB მობილური ინტერნეტისთვის 43,75 დოლარის გადახდა მოგიწევთ, ეს კი  ორ ათასჯერ უფრო ძვირია ვიდრე 1 GB ისრაელში.

მობილური ინტერნეტის შესაძენად ყველაზე ძვირადღირებული ათი ქვეყნიდან ხუთი აფრიკაში მდებარეობს.

TOP-10 ქვეყანა, სადაც 1 GB ინტერნეტი ყველაზე იაფია:

1. ისრაელი - $0.02
2. იტალია - $0.09
3. ფიჯი - $0.09
4. სან მარინო - $0.10
5. კამბოჯა - $0.12
6, პაკისტანი - $0.12
7. ინდოეთი - $0.16
8. ყირგიზეთი - $0.17
9. საფრანგეთი - $0.20
10. კოლუმბია - $0.20

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები