დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რეგისტრირებულ კოოპერატივს საკრედიტო კავშირს  "უნივერს"- ს არასაბანკო სადეპოზიტო - საკრედიტო ლიცენზია გააუქმდა

რეგისტრირებულ კოოპერატივს საკრედიტო კავშირს "უნივერს"- ს არასაბანკო სადეპოზიტო - საკრედიტო ლიცენზია გააუქმდა

2024-01-23 17:42:00

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 04 მაისის N195 განკარგულებით, რეგისტრირებული კოოპერატივი საკრედიტო კავშირი "უნივერს"-ს (ს/ნ: 202457493)  არასაბანკო სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია გააუქმდა და  ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. 2023 წლის 9 ოქტომბრის N211 განკარგულებით, რეგისტრირებულ კოოპერატივის საკრედიტო კავშირ „უნივერს“-ის (ს/ნ: 202457493) ლიკვიდატორად დაინიშნა - როინ ცაციაშვილი.

რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის "უნივერს"-ის ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა ლიკვიდატორს   უნდა წარმოუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:
 

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  2. რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის  "უნივერს"-ის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი  დოკუმენტაცია.

იურიდიული პირების შემთხვევაში:

  1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ
  2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი
  3. რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის  "უნივერს"-ის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია

ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ლიკვიდატორს მიეწოდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპიროს ქ. N2 (რეგისტრირებული კოპერატივის საკრედიტო კავშირის "უნივერს"-ის ლიკვიდატორი - როინ ცაციაშვილი, ტელ: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.Tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები