დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რეჯეფ  თაიფ ერდოღანთან შეხვედრაზე სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განვიხილეთ - ირაკლი ღარიბაშვილი

რეჯეფ  თაიფ ერდოღანთან შეხვედრაზე სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განვიხილეთ - ირაკლი ღარიბაშვილი

2023-09-18 09:28:11

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ  თაიფ ერდოღანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

"გაეროს გენერალური ასამბლეის ფორმატში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

შეხვედრაზე განვიხილეთ სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი  გაძლიერებისა და ორმხრივი, რეგიონალური და მრავალმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის განმტკიცების გზები", - აღნიშნავს პრემიერი.

შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

პრემიერი ნიუ-იორკში, ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. სიტყვით გამოსვლამდე პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები