დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
re:school-ში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება ვებ პროგრამირებაა

re:school-ში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება ვებ პროგრამირებაა

2023-08-12 16:55:45

re:school-ში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება ვებ პროგრამირებაა. როგორც Business Insider Georgia-თან re:school-ის დამფუძნებელმა, სალომე მგელაძემ განაცხადა, re:school-ში ძირითადი 4 მოდულია, საიდანაც ყველაზე მოთხოვნადად მაინც ვებ პროგრამირება მიიჩნევა. 

„ჩვენ re:school-ში გვაქვს 4 ძირითადი მიმართულება: ვებ პროგრამირება, თამაშების შექმნა, UI/UX დიზაინი და გრაფიკული დიზაინი. კიბერ უსაფრთხოება ცალკე მოდულად არ გვაქვს, მაგრამ ბონუს შეხვედრებში გადის და გარკვეული საათები ეთმობა. ბონუს შეხვედრები აერთიანებს: ცხოვრების დაგეგმვას, ბიზნესის დაწყებას, ჯანსაღი ცხოვრების წესს და მის მნიშვნელობას, ონლაინ სამყაროსთან ბალანსს და ასე შემდეგ, ამიტომაც არის re:school-ის პროგრამა ძალიან მრავალფეროვანი და კომბინირებული, ტექნოლოგიების გარდა, ბევრ ისეთ რამეს ვასწავლით, რაც ბავშვებს დაეხმარებათ, რომ გახდნენ წარმატებულები.”

იმ 4 ძირითადი მიმართულებიდან ყველაზე პოპულარული არის ვებ პროგრამირება, თუმცა თუ ბაზარზე არსებულ მოთხოვნას გადავხედავთ, სხვა დანარჩენი მიმართულებებიც საკმაოდ მოთხოვნადია და მათი შესწავლის შემთხვევაში, დასაქმება - იოლი. “ჩვენი გამოცდილებით და ჩვენს მომხმარებლებზე დაყრდნობით, ვებ პროგრამირება არის ყველაზე მოთხოვნადი, არამხოლოდ საბავშვო ასაკში, არამედ ზრდასრულებშიც. 9-15 წლანდე ასაკობრივი ჯგუფისთვის ჩვენ გვაქვს re:school, ხოლო 15 წლიდან ზევით ასაკობრივი ჯგუფებისთვის - re:educate, რომელშიც ასევე ვებ პროგრამირება არის ყველაზე მოთხოვნადი კურსი. 

ჩვენთან, re:school-ში გვაქვს 18 თვიანი ვებ პროგრამირების კურსი და ამ კურსის ფარგლებში ბავშვები სწავლობენ: HTML-ს, CSS-ს, JavaScript-ს, და React-ს. რაც შეეხება re:educate-ს, მათ 10 - თვიანი კურსები აქვთ“, - აღნიშნა სალომე მგელაძემ.

საგულისხმოა, რომ re:school 2022 წლის 15 ოქტომბრიდან ფუნქციონირებს.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები