დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როდესაც საქართველოში ვიყავი ჩამოსული, ძალიან გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ, თბილისის ქუჩები სავსე იყო - ჯოზეფ ბორელი

როდესაც საქართველოში ვიყავი ჩამოსული, ძალიან გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ, თბილისის ქუჩები სავსე იყო - ჯოზეფ ბორელი

2024-02-20 17:37:00

როდესაც საქართველოში ვიყავი ჩამოსული, ძალიან გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ, თბილისის ქუჩები, სავსე იყო, - ამის შესახებ ჟოზეფ ბორელმა ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ცხადყოფს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები ძალიან მტკიცედ ფიქრობენ, რომ ევროკავშირი არის მათი მომავალი.

„როდესაც საქართველოში ვიყავი ჩამოსული, ძალიან გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ თბილისის ქუჩები, სავსე იყო. მარტო ჩემთვის კი არ იყო გასაოცარი, არამედ ყველასთვის გასაოცარი იყო, თან არც ჩემი ვიზიტისთვის გაკეთდა, ზოგადად ჩემ ვიზიტამდეც და ჩემი ვიზიტის შემდეგაც ასე იყო. ეს ცხადყოფს იმას, რომ თქვენი მოქალაქეები ძალიან მტკიცედ ფიქრობენ, რომ ევროკავშირი არის მათი მომავალი. ჩვენც გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ თქვენთან ერთად ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოვიყენოთ და ჩვენი ძალისხმევა გავზარდოთ იმისთვის, რომ გავზარდოთ მედეგობა ქვეყნის და თქვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა მოხდეს, ტერიტორიული მთლიანობის“, - აღნიშნა ბორელმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები