დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როდის აღდგება რიკოთზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობის 24 საათიანი რეჟიმი

როდის აღდგება რიკოთზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობის 24 საათიანი რეჟიმი

2023-08-14 15:00:06

რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტისთვის 24 საათიანი მოძრაობის და სპეციალური რეჟიმის გაუქმება სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად გადაწყდება, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მიერ დეპუტატის კითხვის პასუხად გაგზავნილ წერილში. 

როგორც წერილშია აღნიშნული, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან (რიკოთის მონაკვეთი), მონიტორინგის შედეგად, დაფიქსირდა მეწყრული კერები. ეს უბანი მდებარეობს არა მშენებარე გზასთან, არამედ არსებულ გზასთან 200 მეტრში. 
„სპეციალისტების დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა მეწყრული პროცესის გააქტიურების რისკები, რის გამოც დაიგეგმა კვლევები და შემუშავდა გზაზე გადაადგილების ისეთი რეჟიმი, რომელიც, მეწყრული პროცესების გააქტიურების პირობებში, დაუყოვნებლივ რეაგირებას და შესაძლო საფრთხის შემცირებას უზრუნველყოფდა.

დაიწყო შესაბამისი კვლევები და პარალელურად, აღნიშნულ უბანთან გაფართოვდა გზა იმისთვის, რომ გაორმაგებულიყო ე.წ. მიწის დამგროვებელი. ამასთან, დაწესდა 24 საათიანი მონიტორინგი, რომელიც დღესაც გრძელდება. დღეის მდგომარეობით, ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით დასრულებულია ტოპოგრაფიული, გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევები და შემუშავებულია ფერდის გამაგრების პროექტი. ამასთან დაიწყო შესაბამისი სამუშაოებიც. 

დაწესებული სპეციალური რეჟიმი უკვე შემსუბუქდა და მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობის პერიოდი გაიზარდა 9 საათამდე. სპეციალური რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობაც, სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად გადაწყდება.

აღსანიშნავია, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობას ზედამხედველობენ საერთაშორისო
ტენდერით შერჩეული საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიები. ზედამხედველობა მოიცავს მშენებელი
კომპანიის მიერ ჩატარებული ყველა სახის სამუშაოს ხარისხის კონტროლს, მათ შორის, თითოეული ხელოვნური
ნაგებობის, როგორც მოცულობის, ისე ხარისხის შემოწმებას. ნებისმიერი სამუშაოს მიღება და ანაზღაურება ხდება
მხოლოდ საზედამხედველო კომპანიის შემოწმებისა და დადასტურების შემდეგ.
იმ შემთხვევაში, თუ ზედამხედველები გამოავლენენ შესრულებული სამუშაოს რაიმე სახის შეუსაბამობას, ხარვეზის აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებები იგეგმება საზედამხედველო კომპანიის მითითებით და დასტურით. ხელახალი ან განმეორებითი სამუშაოების ანაზღაურება დეპარტამენტის მიერ არ ხორციელდება, მისი გამოსწორება
ხელშეკრულების პირობების თანახმად წარმოადგენს კონტრაქტორის ვალდებულებას. შესაბამისად, ხარვეზის
აღმოსაფხვრელად ყველა დამატებით ხარჯს ანაზღაურებს კომპანია საკუთარი სახსრებით. აღნიშნულის
გათვალისწინებით საკონტრაქტო ღირებულება არ შეცვლილა.

ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ რიკოთის ყველა მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის
პროცედურები წარიმართა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შესყიდვების სახელმძღვანელოსა და
რეგულაციების შესაბამისად. შერჩევა-შეფასების ეტაპები, მათ შორის წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების
შეფასების შედეგები და ხელშეკრულების გაფორმება შეთანხმებული და დადასტურებული იქნა საერთაშორისო
საფინანსო ინსტიტუტების მიერ.

საყურადღებოა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეგულაციების შესაბამისად, თუ პრეტენდენტი სანქცირებულია, იგი არ არის უფლებამოსილი მონაწილეობა მიიღოს, წარმოადგინოს სატენდერო წინადადება, შეირჩეს ან მიენიჭოს ხელშეკრულება. ასევე, საყურადღებოა, რომ სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავს მითითებას ბმულზე, სადაც განთავსებულია იმ კომპანიებისა და ინდივიდების სია, რომლებიც სანქცირებული არიან. აღნიშნული სია მოიცავს ასევე 2010 წლის 9 აპრილის „აკრძალვის გადაწყვეტილებების ერთობლივად
აღსრულების შეთანხმების“ შესაბამისად, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა
და განვითარების ბანკის, ინტერ-ამერიკის განვითარების ბანკის და აფრიკის განვითარების ბანკის მიერ
გაზიარებულ საერთო სიას. ხელშეკრულების მინიჭების ეტაპზე როგორც რიკოთის მონაკვეთზე, ასევე
დეპარტამენტის მიერ სხვა განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებში ოპერირებადი არცერთი კომპანია არ
იმყოფებოდა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების „სანქცირებულთა სიაში“.

ამასთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში,
სამშენებლოს სამუშაოების შესასრულებლად პრეტენდენტი ფასდება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული
კრიტერიუმების საფუძველზე, როგორიცაა: პრეტენდენტის ფინანსური მდგომარეობა; საშუალო წლიური
სამშენებლო ბრუნვა; ზოგადი გამოცდილება; მსგავსი გამოცდილება (კომპანიამ უნდა დაადასტუროს, რომ მას
გააჩნია მსგავსი პროექტების წარმატებით განხორციელების გამოცდილება); გამოცდილება ძირითად სამუშაოებში
(მონაწილემ უნდა დაადასტუროს სამშენებლო გამოცდილება კონკრეტულ ტენდერში განსაზღვრულ ძირითად
სამუშაოებში (გვირაბების, ხიდების მშენებლობა, მიწის სამუშაოები, საფარის მოწყობა)); ძირითადი პერსონალის
კვალიფიკაცია (პროქტის მენეჯერი, გვირაბის, ხიდის და ხარისხის ინჟინრები, გეოტექნიკოსი და სხვა). შესაბამის
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან შეთანხმებით, გამარჯვებულად ცხადდება ის პრეტენდენტი, რომელიც
დააკმაყოფილებს სატენდერო პირობებს და ამასთან, წარმოადგენს უმცირეს ფასს. რაც შეეხება მომუშავე პერსონალის

შერჩევას ეს ხდება კონტრაქტორის მიერ მათი კვალიფიკაციისა და პოზიციის შესაბამისად. ხოლო მასალების
შემოწმებას ახორციელებს შესაბამისი საერთაშორისო საზედამხედველო ორგანიზაციები. E-60 ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის (ლოტი 1)  მშენებლობის პროექტის ფარგლებში ხიდის დაზიანების პროცესთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ მდინარე რიონზე 24 მალიანი მშენებარე სახიდე გადასასვლელის საექსპერტო სამუშაოებს ახორციელებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (შემდგომში - ბიურო).

ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა-ძიების სამუშაოები და კვლევის დასრულების შემდეგ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები, განისაზღვრება ღონისძიებები და დასრულების ვადები. კვლევის ფარგლებში დასკვნა წარმოდგენილი იქნება ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადებში“, - აღნიშნულია ირაკლი ქარსელაძის მიერ დეპუტატ ხატია დეკანოიძისთვის გაგზავნილ წერილში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები