დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როდის ჩატარდება მოსახლეობის საყოველთაო აღწერა

როდის ჩატარდება მოსახლეობის საყოველთაო აღწერა

2024-02-06 10:00:00

2024 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები აღწერის დასრულებიდან 6 თვეში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

თოდრაძის თქმით, აღწერა ჩატარდება 15 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში.

„მოგეხსენებათ მოსახლეობის აღწერა ჩატარდება მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში თუმცა გასული წლის და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მოსამზადებელი სამუშაოებს ვახორციელებდით. სხვათა შორის მოსახლეობის სტრუქტურის, აღქმის და განსაზღვრის თვალსაზრისით უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს აღწერა. მიმდინარე დემოკრატიული მაჩვენებლებით ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ მაღალია ურბანიზაციის მაჩვენებელი, ანუ სოფლიდან ქალაქად მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაკადი მიედინება“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ. 

აღსანიშნავია, რომ  მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში ჩატარდება. აღწერაზე გაწეული დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, 2024 წელს, მოსახლეობის აღწერასთან ერთად, ასევე დაგეგმილია სასოფლო-სამეურნეო აღწერის ჩატარება. შესაბამისად, დემოგრაფიულ და სოციალურ მონაცემებთან ერთად, შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ.

მოსახლეობის აღწერები ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველოში უკანასკნელი აღწერა 2014 წელს ჩატარდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები