დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როდის დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები - პრემიერის პასუხი

როდის დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები - პრემიერის პასუხი

2024-03-19 12:59:00

ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები ივნისში დაიწყება და მშენებლობის პირველ ფაზას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიზემ განაცხადა. 

„გეგმა არის უკიდურესად კონკრეტული. მაისში დასრულდება პროცედურები, რაც ტენდერთან არის დაკავშირებული. ივნისში უკვე დაიწყება სამუშაოები. დაახლოებით 2 წელი დასჭირდება პირველ ფაზას. რაც შეეხება პირველ გემს და ასე შემდეგ, ჩვენთვის მთავარია, რომ პირველი ფაზა 2 წელიწადში წარმატებით დასრულდეს. ამაზე არის მთლიანად კონცენტრირებული ჩვენი მუშაობა“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი 18 მარტს გამოცხადდა.

იგივე თემაზე: 

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

17 საათის წინ

19 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები