დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ ქმნიან სავაჭრო ქსელები საახალწლოდ „ფუდტრეფიკს“ და რა იმპულსებზე რეაგირებს მომხმარებელი

როგორ ქმნიან სავაჭრო ქსელები საახალწლოდ „ფუდტრეფიკს“ და რა იმპულსებზე რეაგირებს მომხმარებელი

2023-12-30 01:00:00

წელიწადის ამ დროს ჩვენი მობილური ტელეფონები სავსეა სარეკლამო შეტყობინებებით, მათი რაოდენობა კი ახალი წლის მოახლოების პირდაპიროპორციულად იზრდება. სმს შეტყობინებების შინაარსი სხვადასხვა პროდუქტზე ფასდაკლებებს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენგანისთვის მსგავსი შინაარსის გზავნილები ხშირად დამღლელია, ირკვევა რომ ეს ბიზნესისთვის, კონკურენტულ გარემოში, მომხმარებლის მოზიდვის საუკეთესო გზაა.

ბუნებრივია ამ სტატიით ყველა სუპერმარკეტში ვერ შევიხედავთ, თუმცა შევეცდებით გავარკვიოთ სადღესასწაულო განწყობისას ადამიანების ფსიქოლოგიურ ანუ შეძენის ჩვევას როგორ პასუხობს ბაზარი.

Business Insider Georgia-ს პირველი რესპონდენტი რითეილ ექსპერტი მირანდა მანჯგალაძეა, რომელიც გვეუბნება, რომ სადღესასწაულო დღეებში ადამიანების ქცევა პროდუქტზე მოთხვნას ავტომატურად ზრდის. ირკვევა, რომ არსებობს ამ დაუწერელი წესის საწინააღმდეგო ვარიანტი - სწორედ ამ პერიოდში რითეილერები, მაღალი კონკრენციის საფუძველზე, მომხმარებლის გადაბირებაზე მუშაობას იწყებენ.

„ძირითადად სწორედ სადღესასწაულო დღეებს ემთხვევა სააქციო პერიოდები. ანუ როცა ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე ფასის მატების ნაცვლად სააქციო შეთავაზებები იდება.ნიგოზზე, თაფლზე, ფქვილზე, კვერცხზე, მარტივად რომ ვთქვათ „ოლივიეს პროდუქტებზე“ ქსელები ფასის დაწევას ცდილობენ და ხშირ შემთხვევაში ბაზარს პროდუქტს შესასყიდ ფასზე ნაკლებად სთავაზობენ. ამის მიზეზი ისაა, რომ სწორეს ასეთი პროდუქტები ქმნიან „ტრეფიკს“, ეს ნიშნავს რომ მომხარებელი ე.წ ოქროს შესყიდვებს აკეთებს.

ყველანი წავსულვართ საყიდლებზე კონკრეტული სიით, თუმცა იმპულსურად ბევრი სხვა რამ შეგვიძენია, რაც დაგეგმილი საერთოდ არ გვქონია. სააქციო კალათაში სწორდ ასეთი პროდუქტები ვარდება, რომლებიც როგორც გითხარით ზრდიან „ფუდტრეფიკს“, ისინი იმპულსურია და მომხმარებელს იზიდავს“, - აცხადებს მირანდა მანჯგალაძე.

დეკემბრის ერთი თვე რითეილერებისთვის მთელს წელს უდრის, რადგან როგორც მირანდა მანჯგალაძე ამბობს, რომ დეკემბერში ასორტიმენტში ახალი დანამატები ჩნდება.

„დეკემბრის თვის საოპერაციო ციკლი, არა მხოლოდ საქართველოში, დანარჩენ მთელს წელს უდრის. ანუ ეს ერთი თვე მთელი წლის შესაბამისა“, - ამბობს რითეილ ექსპერტი.

წელიწადის ამ დროს, თითქმის 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ სადისტრიბუციო კომპანიები, რათა სავაჭრო და ჰორეკა სექტორების მომარაგებაში ხარვეზები არ შეიქმნას. ივა ჭყონია, დისტრიბურტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ასეთივე დატვირთული პერიოდია წინასააღდგომო დღეებიც.

„წინასაახალწლო დღეების შემდეგ,იანვარ-თებერვალში, სადისტრიბუციო კომპანიებისთვის რთული თვეები მოდის, რადგან ამ პერიოდში მომხმარებელთა აქტივობა დაბალია“, - აცხადებს დისტრიბურტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი

ივა ჭყონიასთვის მცდარია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ წინასაახალწლო პერიოდში ქვეყანაში პროდუქტზე ფასები იზრდება, ორგანიზებული ვაჭრობისა და კონკურენციის განვითარების პარალელურად საკუთარ მოსაზრებაში სულ უფრო რწმუნდება.

„კონკრეტულად საახალწლო სუფრისთვის განკუთვნილ ალბათ მაქსიმუმ ორ პროდუქტეზე იზრდება ფასი, ისეთზე როგორიც არის გოჭი და ინდაური, მასობრივ პროდუქტზე პირიქით ყველა ქსელში წამახალისებელი ფასებია. ვიღაცას შეიძლება საახალწლო სუფრაზე უნდა რომ ჰქონდეს ნესვი, რაც არასეზონური ხილია და ბუნებრივია რომ მისი ფასი დღეს გაცილებით მაღალია ვიდრე ზაფხულში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯამში საახალწლო სუფრის ფასი იზრდება. წელიწადის ამ დროს ბრენდულ მარკეტებში მუდმივად წამახლისებელი, სააქციო ფასებია. კონკურენცია ბაზარაზე საკმაოდ მაღალია, ამიტომაც ყველა ცდილობს რომ მომხმარებელი წამახალისებელი ფასებით მოიზიდოს“, - ამბობს ივა ჭყონია.

ივა ჭყონია გვეუბნება იმასაც, რომ წელიწადის ამ დროს ქსელები ორიენტირებულები არიან არა ფასით მოგებაზე, არამედ აქცენტს რაოდენობაზე ანუ მაქსიმალურად მეტის გაყიდვაზე აკეთებენ.

წინასაახალწლო დღეებში პროდუქციის ფართო ასორტიმენტი შეარჩია და მომხმარებელს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით სთავაზობს „მაგნიტმა“. კომპანიის მარკეტინგის დირექტორი თამარ გელანტია Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ სააქციო შეთავაზებები ისახება გაყიდვების მოცულობაზე და საბოლოო ჯამში კომპანიაც და მომხმარებელიც კმაყოფილი რჩება.

„ფუდრითეილში მომხმარებელი ძირითადად ორიენტირებულია სააქციო შეთავაზებებზე. ამასთან, როცა მათ ადგილზე ხვდებათ სხვადასხვა პროდუქტები კარგ ფასად, ისეთ შესყიდვებსაც ახორციელებენ, რომელიც შეიძლება დაგეგმილი საერთოდაც არ ჰქონიათ. ჩვენს ქსელში საახალწლო ასორტიმენტზე ამ ეტაპზე 70%-იანი ფასდაკლებაა, სააქციო კალათაში ყველა ის პროდუქტია, რომელიც საჭიროა საახალწლო სუფრისთვის. „მაგნიტი“ სააახალწლო შეწყიდვების ადგილია და მომხმარებელს შეუძლია ჩვენთან მეტი ეკონომია გააკეთოს“, - ამბობს, თამარ გელანტია.

ავტორი:

სოფო ბერიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები