დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ მუშაობს „ყველის გზის“ მარშრუტი და რა გამოწვევების წინაშეა პროექტი

როგორ მუშაობს „ყველის გზის“ მარშრუტი და რა გამოწვევების წინაშეა პროექტი

2024-04-09 14:08:00

„ყველის გზის“ განვითარებას დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი სჭირდება. ამ ეტაპზე ასეთი ვითარებაა, პროექტი მუშაობს და ჯერჯერობით 35 კომპანიაა გაერთიანებული“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს  რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ,,საქრძის" ხელმძღვანელმა კახა კონიაშვილმა განუცხადა.

„მომართვიანობა არის, ინტერესი საკმაოდ დიდია. ბევრი კომპანიაა მსურველი, რომ „ყველის გზის“ პროექტში მოხვდეს. საქმე იმაშია, რომ ყველის მწარმოებელი კომპანიის დამატება ავტომატურად არ ხდება. კომპანიის შესწავლის პროცესია მნიშვნელოვანია, რასაც სჭირდება ვიზიტი მეწაერმესთან, ადგილის გაცნობა, ვითარების შეფასება შესაბამისი კრიტერიუმებით და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მეწარმის დამატება „ყველის გზაში“. ჩვენი ასოციაციის ფარგლებში ფინანსურად ამას ვერ ვწვდებით და პროცესი ნელა მიმდინარეობს. თუ ვინმე დაინტერესდება, მზად ვართ ფინანსები  მოვიზიდოთ რათა პროექტი ეფექტიანად განვახორციელოთ. ბევრი საქმეა გასაკეთებელი, როგორც ყველის მწარმოებლების, ისე ტუროპერატორების მხარეს. ტურისტული პაკეტებია შესამუშავებელი“, - ამბობს კახა კონიაშვილი.

რაც შეეხება „ყველის გზის“ პირველ ეფექტს, როგორც კახა კონიაშვილი ამბობს, პროექტის აპლიკაცია და ვებგვერდი მეწარმეებს პროდუქციის რეალიზაციაში ეხმარება.

„შედგა კონტაქტები ვებგვერდიდან და აპლიკაციიდან „ყველის გზის“ პროექტის მონაწილე მეწარმეებთან. მომხმარებელს მეწარმესთან შეთანხმების საფუძველზე შეუძლია შეისყიდოს პროდუქცია რეგიონში და თბილისში მიიღოს. რამდენიმე მეწარმე „ყველის გზის“ დახმარებით ამ მიმართულებით მუშაობს და ეს ვითარება უფრო სტაბილური იქნება“, - ამბობს კახა კონიაშვილი.

პროექტს ,,ყველის გზა"  აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებით, ამერიკულ კომპანია ,,ლენდოლეიკთან“ თანამშრომლობით, საქართველოს რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია ახორციელებს. პროექტში მონაწილეობისთვის მთავარი პირობაა საწარმო სურსათის უვნებლობის სტანდარტს აკმაყოფილებდეს და ამასთან, გააჩნდეს  პოტენციალი, რომელიც ტურისტული თვალსაზრისით არის პროექტისთვის მისაღები.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები