დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ შეიცვალა სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი

როგორ შეიცვალა სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი

2023-10-11 10:00:12

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2023 წლის სექტემბერი აგვისტოსთან შედარებით 0,7%-იან ზრდას აჩვენებს.

საქსტატის მონაცემებით, თვიურ ჭრილში HICP -ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: განათლება (5.1%), ტრანსპორტი (2.5%), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (1.2%).  სასტუმროები, კაფეები და რესტორნების HICP-ი თვიურ ჭრილში 0.4%-ითაა გაზრდილი, ხოლო ჯანმრთელობის დაცვა 0.7%-ით. 

0.2%-იან HICP-ის აჩვენებენ შემდეგი მიმართულებები: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, დასვენება, გართობა და კულტურა და სხვადასხვა საქონელი და მომსახურება.

რაც შეხება HICP-ის 0.1%-იან ზრდას, ის შემდეგ მიმართულებებში დაფიქსირდა: საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები და ასევე, ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება.

თვიურ ჭრილში, ანუ სექტემბერში აგვისტოსთან მიმართებაში HICP-ის კლება დაფიქსირდა: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (-0.4%) და კავშირგაბმულობა (0.1%).​

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.

„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.

HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები