დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ უნდა ჩაერთოთ „სელფის“ ქსელში eSIM-ით

როგორ უნდა ჩაერთოთ „სელფის“ ქსელში eSIM-ით

2023-08-19 23:47:00

მსოფლიოში eSIM ეტაპობრივად უფრო და უფრო მოთხოვნადი პროდუქტი ხდება. ბევრი აბონენტი უკვე გადავიდა eSIM-ზე. უფრო მეტიც, არსებობს მოსაზრება, რომ მომავალი თაობის ტელეფონებში უკვე კლასიკური SIM ბარათის ჩადასები ადგილიც აღარ იქნება და ყველა ოპერატორი ამა თუ იმ ქსელში eSIM-ის საშუალებით ჩაერთვება.

Business Insider Georgia „სელფის“ მაგალითზე გთავაზობთ, თუ როგორ და რატომ უნდა გადახვიდეთ eSIM-ზე.

„სელფის“ ქსელში eSIM-ის საფასური შეადგენს 5 ლარს. ფიზიკური SIM-ის eSIM-ით შეცვლის საფასურია 5 ₾.

eSIM-ზე ხელმისაწვდომია „სელფის“ ყველა ის სერვისი, რომლითაც სარგებლობ ფიზიკური სიმ ბარათის შემთხვევაში. იცვლება მხოლოდ სიმ ბარათის ტიპი, სხვა ყველაფერი რჩება უცვლელი.

ინტერნეტ პარამეტრების გაწერა eSIM-ზეც ზუსტად ისევე ხდება, როგორც ფიზიკური სიმ ბარათის შემთხვევაში. აკრიფე *888# და მიყევი ინსტრუქციას.

eSIM-ით ისევე ისარგებლებ როუმინგში, როგორც ფიზიკური სიმ ბარათის შემთხვევაში. როუმინგის პირობები რჩება უცვლელი.

მოწყობილობაში eSIM-ის წაშლის შემთხვევაში, მისი თავიდან გააქტიურება ონლაინ, უფასოდ არის შესაძლებელი. ამისათვის, შეგიძლია გამოიყენო იგივე QR კოდი, რომელიც eSIM-ის შეძენის დროს მიიღე და თავიდან დაასკანერო იგი შენს მოწყობილობაში.

eSIM-ის სხვა მოწყობილობაში გადასატანად აუცილებელია მისი წაშლა არსებული მოწყობილობიდან. ამის შემდეგ, უკვე შეგიძლია გამოიყენო QR კოდი, რომელიც eSIM-ის შეძენის დროს მიიღე და თავიდან დაასკანერო იგი შენს ახალ მოწყობილობაში. QR კოდზე სრული ინფორმაციის ნახვა შენს პირად კაბინეტში შეგიძლია

ერთ ნომერს შესაძლებელია ჰქონდეს მხოლოდ ერთი SIM ბარათი, ფიზიკური ან eSIM. სიმის შეცვლის შემთხვევაში, ფიზიკური SIM ბარათი გაითიშება, როგორც კი მოხდება eSIM ბარათის შეცვლის საფასურის გადახდა. ნომერი კვლავ გააქტიურდება QR კოდის დასკანერების შემდეგ. ორივე SIM ბარათის გამოყენება შეგიძლია, თუ ნომრები განსხვავებულია.

სიმ ბარათის ცვლილებისას კონტაქტების სია ავტომატურად არ გადავა eSIM-ზე.

ერთ მოწყობილობაზე შეგიძლია იქონიოტ ნებისმიერი ოპერატორის 5 ან მეტი eSIM. მათგან აქტიური შეიძლება იყოს მხოლოდ ორი: ფიზიკური SIM ბარათი და eSIM-ი, ან - ორი eSIM-ი (დამოკიდებულია მოწყობილობაზე). აქტიური ნომრების არჩევა ხდება ტელეფონის პარამეტრებიდან.


Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები