დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია აშშ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები - TOP-5 პროდუქტი

როგორია აშშ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები - TOP-5 პროდუქტი

2023-10-22 10:00:06

2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ აშშ-დან 1,399,353.67 ათასი დოლარის აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა, რაც 101%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით. 2022 წლის 9 თვეში საქართველომ აშშ-დან 696,579.52 ათასი დოლარის პროდუქციის იმპორტი განახორციელა.

ბოლო წლების სტატისტიკით აშშ-დან იმპორტმა მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, თუმცა გასული წლის მაჩვენებლებს მიმდინარე წლის 9 თვის მაჩვენებლები უკვე აჭარბებს. 2022 წელს საქართველომ აშშ-დან 1,012,496.12 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა.

რას ყიდულობს საქართველო აშშ-დან - იანვარ-სექტემბრის TOP-5 პროდუქტი:

  • მსუბუქი ავტომობილები - 1,317,108.74 ათასი დოლარი, 
  • ტანსაცმელი და ნაწარმი ნახმარი, სხვა - 5,556.23 ათასი დოლარი,
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 4,960.10 ათასი დოლარი,
  •  თხილი და სხვა კაკალი - 4,602.64 ათასი დოლარი,
  •  პოლიმერები ვინილქლორიდისა ან სხვა ჰალოგინირებული ოლეფინებისა - 3,054.71 ათასი დოლარი.

რაც შეხება ექსპორტს, მიმდინარე წელს აშშ-ში ექსპორტი შემცირდა. 2023 წლის სტატისტიკით საქართველოდან აშშ-ში 72,448.95 ათასი დოლარის პროდუქცია გაიგზავნა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 243,939.67 ათასი დოლარის.

ბოლო წლების სტატისტიკით საქართველოდან აშშ-ში ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყნიდან აშშ-ს მიმართულებით 265,059.69 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიგზავნა. 

რას ყიდის საქართველო აშშ-ში - იანვარ-სექტემბრის TOP-5 პროდუქტი:

  •  ფეროშენადნობები - 51,790.45 ათასი დოლარი.
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 3,794.16 ათასი დოლარი,
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 2,244.87 ათასი დოლარი,
  • ეთილის სპირტი -  1,751.76 ათასი დოლარი, 
  • ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 1,366.25 ათასი დოლარი. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები