დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საშუალო ვადიანობა

როგორია კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საშუალო ვადიანობა

2023-11-27 13:00:36

ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საშუალო ვადიანობა 1 თვით გაიზარდა. თუ სექტემბერში სესხების საშუალო ვადიანობა 7,7 წელი იყო, ოქტომბერში 7.8 წელს მიაღწია.    

2022-2023 წლებში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საშუალო ვადიანობა 7.7 წელია, თუმცა არის გამონაკლისი თვეები, როცა იქ 7,7 წლამდეც იზრდება.

სებ-ის ინფორმაციით, ოქტომბერში ეროვნული ვალუტით დენომინირებული სესხების საშუალო ვადიანობა 6,7 წელი იყო, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების საშუალო ვადიანობა 9,0 წელი.

ეროვნული ვალუტით დენომინირებული სესხების საშუალო ვადიანობის ზრდა ბოლო თვეებია დაიწყო და იანვართან შედარებით 2 თვითაა გაზრდილი, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების საშუალო ვადა 9,2 წელი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ვადა ოქტომბრისთვის უკვე 2 თვითაა შემცირებული. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

20 საათის წინ

20 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები