დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია ნაგავსაყრელებზე განთავსებული მუნიციპალური ნარჩენების მაჩვენებელი

როგორია ნაგავსაყრელებზე განთავსებული მუნიციპალური ნარჩენების მაჩვენებელი

2023-12-26 10:00:00

ნაგავსაყრელებზე განთავსებული მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს ნაგავსაყრელებზე განთავსებული მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობა, 1045.1 ათასი ტონა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე მაჩვენებლები 2021 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 4%-იან ზრდას აჩვენებს. არსებული მონაცემებით, ნაგავსაყრელებზე განთავსებული მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობამ 1005.9 ათასი ტონა შეადგინა.

2015 წელს ნაგავსაყრელებზე განთავსებული მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობა 774.7 ათასი ტონა იყო, ზრდა 2022 წლისთვის უკვე 35%-ია.

საქსტატის მონაცემებითვე 2022 წელს ერთ სულ მოსახლეზე მუნიციპალური ნარჩენის წარმოქმნის მაჩვენებელმა 279.4 კგ ნაგავი შეადგინა, 2021 წელს კი - 272.7 კგ.

  • 2015 წელი - 774.7 ათასი ტონა;
  • 2016 წელი - 870.3 ათასი ტონა;
  • 2017 წელი - 922.1 ათასი ტონა;
  • 2018 წელი - 977.4 ათასი ტონა;
  • 2019 წელი - 994.6 ათასი ტონა;
  • 2020 წელი - 973.3 ათასი ტონა;
  • 2021 წელი- 1005.9 ათასი ტონა; 
  • 2022 წელი -1045.1 ათასი ტონა; 

          

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები