დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი

როგორია სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი

2024-01-03 09:00:00

საქართველოს 2023 წლის იანვარ-ნოემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა შეადგინა სულ 20 177 277.6 ათასი ლარი; მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მიღებული იქნა 16 870 182.8 ათასი ლარის მოცულობით, არაფინანსური აქტივების კლებით მიღებულმა შემოსულობებმა შეადგინა 105 669.8 ათასი ლარი, ფინანსური აქტივების კლებით მიღებული იქნა 263 977.9 ათასი ლარი, ხოლო ვალდებულებების ზრდით 2 937 447.1 ათასი ლარი.

2023 წლის იანვარ-ნოემბერში მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა (16 870 182.8 ათასი ლარი) შეადგინა წლიური საპროგნოზო მოცულობის (18 239 900.0 ათასი ლარი) 92.5%; მათ შორის:

გადასახადების წლიურმა საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 16 710 350.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 15 324 314.3 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 91.7%; მათ შორის:
 „გადასახადები შემოსავალზე, მოგებაზე და კაპიტალის ღირებულების ნაზრდზე“ საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 7 486 350.0 ათასი ლარი, მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 6 908 269.9 ათასი ლარი, რაც გეგმის 92.3%–ია;
„საშემოსავლო გადასახადის“ წლიურმა საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 5 486 350.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 5 090 294.6 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 92.8%;
„მოგების გადასახადის“ სახით მიღებული შემოსავლების მოცულობამ (1 817 975.2 ათასი ლარი) შეადგინა წლიური საპროგნოზო მოცულობის (2 000 000.0 ათასი ლარი) 90.9%. გადასახადებმა ქონებაზე შეადგინა 12.4 ათასი ლარი.
 „გადასახადები საქონელსა და მომსახურებაზე“ წლიურმა საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 9 024 000.0 ათასი ლარი, მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 8 248 782.2 ათასი ლარი, რაც გეგმის 91.4%–ია; მათ შორის:
„დამატებული ღირებულების გადასახადის“ წლიურმა საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 6 804 000.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 6 200 880.4 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 91.1%;
„აქციზის“ სახით მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 2 047 901.8 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის (2 220 000.0 ათასი ლარი) 92.2%–ია;
 „გადასახადები საგარეო ვაჭრობასა და საგარეო ეკონომიკურ ოპერაციებზე“ (იმპორტის გადასახადი) წლიურმა საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 150 000.0 ათასი ლარი, მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 140 532.9 ათასი ლარი, რაც გეგმის 93.7%–ია.
 „სხვა გადასახადების“ სახით მიღებულმა შემოსავლებმა იანვარ-ნოემბერში შეადგინა 26 716.9 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის (50 000.0 ათასი ლარი) 53.4%–ია. სახაზინო კოდების სისტემის რეფორმის ფარგლებში, 2016 წლის პირველი იანვრიდან ყველა გადასახადის სახაზინო კოდის გაუქმებისა და გადასახადის ერთიანი სახაზინო კოდის ამოქმედების შედეგად, გადასახადების მობილიზება ხდება აღნიშნულ ერთიან სახაზინო კოდზე და შემდგომში გადასახადი სახეების მიხედვით ნაწილდება ფაქტიურად დეკლარირებულ ვალდებულებებზე, ქრონოლოგიური წესით, კუთვნილი სავადო თარიღის მიხედვით.

გრანტების წლიურმა საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 279 550.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებულია 263 870.1 ათასი ლარი, რაც გეგმის 94.4%–ია;

ინვესტიციური გრანტების ფარგლებში ჩარიცხული თანხების შესახებ ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის ინფორმაციით, სახაზინო სამსახურის ერთიანი ანგარიშის გაუვლელად მიღებული 27 690.7 ათასი ლარი;

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები