დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელ ქვეყნებთან ქმნის ყაზახეთი საზღვრისპირა სავაჭრო-ლოგისტიკურ ჰაბებს

რომელ ქვეყნებთან ქმნის ყაზახეთი საზღვრისპირა სავაჭრო-ლოგისტიკურ ჰაბებს

2023-02-09 17:19:33

ყაზახეთი 2026 წლისთვის სასაზღვრო სავაჭრო და ლოგისტიკური 5 ჰაბის აშენებას აპირებს.

ამის შესახებ ქვეყნის ვაჭრობისა და ინტეგრაციის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

გავრცელებული ინფორმაციით, სასაზღვრო სავაჭრო და ლოგისტიკური ჰაბები უზბეკეთის, ყირგიზეთის, რუსეთისა და ჩინეთის საზღვარზე შეიქმნება.

სავაჭრო და ლოგისტიკური ჰაბების საქმიანობა სამრეწველო თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად ახალი საქონლის შენახვას,გადამუშავებას, წარმოებასა და მათ შემდგომ რეალიზაციას გულისხმობს.

„მსხვილი სავაჭრო და ლოგისტიკური ცენტრების შექმნა დადებითად აისახება ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, მეზობელი სახელმწიფოების მწარმოებლებსა და მეწარმეებს შორის საქმიანი კავშირების გააქტიურებასა და მათ შორის ორმხრივი ვაჭრობის გაზრდის სტიმულირებაზე“, - აცხადებენ ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის სამინისტროში. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები