დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი ფილმების პრემიერა გელოდებათ 11 იანვრიდან საქართველოს კინოთეატრებში

რომელი ფილმების პრემიერა გელოდებათ 11 იანვრიდან საქართველოს კინოთეატრებში

2024-01-06 09:00:00

11 იანვარს საქართველოს კინოთეატრები რამდენიმე ფილმის პრემიერა გაიმართება. როგორც Business Insider Georgia-ს საქართველოს კინოთეატრების მფლობელ კომპანია Cavea Cinemas-ში განუცხადეს, 11 იანვარს დაგეგმილია ფილმების „მეფუტკრე“, „პრისილა: ელვისი და მე“ და "ოღონდ შენ არა" პრემიერა. 

„მეფუტკრე“ ახალი მძაფრსიუჟეტიანი ტრილერია, Suicide Squad-ის რეჟისორისგან, სადაც მთავარ როლს ჯეისონ სტეითემი ასრულებს და ის მეფუტკრედ გვევლინება.

ასევე, 11 იანვრიდან, კინოეკრანებში შეგეძლებათ ნახოთ სოფია კოპოლას ფილმი „პრისილა: ელვისი და მე“. ბიოგრაფიულ, დრამა, მუსიკალური ჟანრის ფილმში მთავარ როლებში ჯეიკობ ელორდი, კეილი სპენი და სოფია კოპოლა ასრულებენ.

2024 წლის რომანტიკული კომედიის სეზონი ახალი ფილმით, იხსნება- "ოღონდ შენ არა".
11 იანვრიდან კინოეკრანებზე  "ტოპ განი: მავერიკის" და სერიალ "ეიფორიას" ვარსკვლავებს სიდნი სვინს და გლენ პაუელს კინოეკრანებზე იხილავთ.
 
 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები