დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთი ისრაელმა ჩაანაცვლა და საქართველოში წარმოებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების მთავარი საექსპორტო ბაზარი გახდა

რუსეთი ისრაელმა ჩაანაცვლა და საქართველოში წარმოებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების მთავარი საექსპორტო ბაზარი გახდა

2024-04-02 18:00:00

ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტმა 2,938.75 ტონა შეადგინა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2,337.61 ტონა, ზრდა 26%-ია. რაც შეეხება ღირებულებით ნაწილს ზრდა აქ 64%-ია. 2024 წლის 2 თვეში ექსპორტზე ათასი დოლარის ღირებულების ხილისა და ბოსტნეულის წვენები გავიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2,696.72 ათასი დოლარის. 

საქართველოში წარმოებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების მთავარი საექსპორტო ბაზარი ისრაელია. 2024 წლის 2 თვის მაჩვენებლებით ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტში 24%-ი (მოცულობის მიხედვით) სწორედ ისრაელზე მოდის.

TOP-5 ქვეყანა, სადაც ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი განხორციელდა:

ისრაელი - 701.65 ტონა - 1,354.80 ათასი დოლარი;

აშშ - 686.68 ტონა - 1,003.61 ათასი დოლარი;

გერმანია - 509.00 ტონა - 720.92 ათასი დოლარი;

რუსეთი - 381.59 ტონა - 484.69 ათასი დოლარი;

ავსტრალია - 255.93 ტონა - 270.61 ათასი დოლარი.

2023 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით კი ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტში ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარზე რუსეთი იყო, რომელმაც წელს პოზიციები დათმო და პირველიდან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. 

რუსეთი პირველ ადგილზე იყო ასევე 2023 წლის მთლიან სტატისტიკაშიც. აღნიშნული ქვეყანა 2021-2023 წლების სტატისტიკით ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტში პირველ ადგილს იკავებდა. 


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები