დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთიდან საქართველოში 2,5 მილიონი რუბლის ღირებულების კვერცხუჯრედის შემოტანა სცადეს

რუსეთიდან საქართველოში 2,5 მილიონი რუბლის ღირებულების კვერცხუჯრედის შემოტანა სცადეს

2024-01-16 13:11:00

ქალმა რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში 2,5 მილიონი რუბლის ღირებულების კვერცხუჯრედის შემოტანა სცადა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 

მებაჟეებმა ის ვლადიკავკაზში საგუშაგოზე დააკავეს, როცა მის ბარგში დოკუმენტების გარეშე ბიომასალა აღმოაჩინეს. ქალის უჯრედების ნიმუშების ლეგალურად ტრანსპორტირებისთვის საჭიროა ტექნიკური და ექსპორტის კონტროლის ფედერალური სამსახურის (FSTEK) სერთიფიკატები.

დაკავებულმა განმარტა, რომ სინჯარები თბილისში, სამედიცინო დაწესებულებისთვის განკუთვნილ სანქტ-პეტერბურგის კლინიკაში მიიღო, სადაც 6500 დოლარის ღირებულების IVF პროცედურის ჩატარებას აპირებდა.

ქალს ემუქრება სისხლის სამართლის საქმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რესურსების კონტრაბანდის მუხლით, რაც ისჯება შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით და ერთი მილიონი რუბლის ოდენობით ჯარიმით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები