დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთის მიერ საწვავზე დაწესებულ შეზღუდვებს, საქართველოს ბაზარზე უმნიშვნელო გავლენა ჰქონდა - ირაკლი ლექვინაძე

რუსეთის მიერ საწვავზე დაწესებულ შეზღუდვებს, საქართველოს ბაზარზე უმნიშვნელო გავლენა ჰქონდა - ირაკლი ლექვინაძე

2024-03-08 14:00:00

როგორც ფარმაციის ისე საწვავის ნაწილში ახლაც მიმდინარეობს მონიტორინგი, ვაკვირდებით პროცესებს, რომ არ მოხდეს ზედმეტი ზეწოლა ფასებზე, - ამის შესახებ  „იმედის დილის“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომელმაც ბაზარზე მიმდინარე ფასები და ტენდენციები მიმოიხილა. 

ირაკლი ლექვინაძემ თქვა, რომ 2023 წლის დასაწყისიდან საქართველო გამორჩეულია სტაბილური ფასებით, რაც ძალიან ბევრმა ფაქტორმა განაპირობა.

„მათ შორის წამყვან პროდუქტებზე ფასების კლების მაჩვენებელმა განაპირობა ის, რომ საქართველოში წლიური ინფლაცია 1%-ის არეალშია და თუ ავიღებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნების ინფლაციურ მაჩვენებლებს, საკმაოდ დაბალია.

რა იყო მთავარი რამაც ინფლაციის კლება გამოიწვია? პირველი ეს იყო ფასები მედიკამენტებზე, ჩვენ გვახსოვს არაერთი რეფორმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ განახორციელა და ჩვენს უწყებასაც ჰქონდა გარკვეული როლი ამ პროცესში. იმიტომ, რომ გვქონდა მონიტორინგი, გავეცით რეკომენდაციები, იყო პროცესები, რომელმაც ფასებთან მიმართებაში უფრო მოქნილი ქმედებების საშუალება მისცა შესაბამის უწყებებს და ასევე რეფერენტული ფასები, რომელმაც რიგ შემთხვევები 40-დან 60%-მდე ეფექტი დადო. ასევე პარალელური იმპორტის დაშვებამ თურქეთიდან, ჩვენს ძალიან ბევრ მოქალაქეზე პირდაპირ იმოქმედა. 

საინტერესოა ბენზინთან და საწვავთან დაკავშირებული პროცესებიც. ამ ნაწილშიც ჩვენი უწყების როლი ნაკლები არ იყო. საწვავი ის პროდუქტია, რომელიც 100%-ით იმპორტირებულია და გარე ფაქტორებზე ვართ დამოკიდებული, თუმცა გასული წელი გამოირჩეოდა საკმაოდ სტაბილური და პოზიტიური ტენდენციით.

როგორც ფარმაციის ისე საწვავის ნაწილში ახლაც მიმდინარეობს მონიტორინგი. ვაკვირდებით პროცესებს, რომ არ მოხდეს ზედმეტი ზეწოლა ფასებზე, რომ ეს მომხმარებელს მნიშვნელოვნად შეეხოს“, - აღნიშნა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, გასულ წლებში საწვავის ბაზარზე მხოლოდ 4-5 კომპანია ოპერირებდა და არ იყო დივერსიფიცირებული ბაზარი, დღეს კი ბაზარი საკმაოდ დივერსიფიცირებულია. 

„გვახსოვს ის პერიოდი, როცა ერთი და იგივე ტიპის საწვავზე ერთი და იმავე დროს იცვლებოდა ფასები და იყო ასევე ერთი და იგივე. ახლა ვხედავ, რომ ბაზარი მნიშვნელოვნად გაზრდილია, საწვავის მოწოდების წყაროები დივერსიფიცირებულია, არის ევროპულიც და არაევროპულიც. და სპეკულაცია იმაზე, თუ რომელიმე ქვეყანა ბაზარს ჩაკეტავს ან შეზღუდავს დეფიციტი შეიქმნება, ჩვენს კომპანიებს დღეს მარტივად შეუძლიათ გადაეწყონ ალტერნატიულ ბაზრებზე, რაც მოხდა კიდევაც. როდესაც 1-ლი მარტიდან ჩვენმა ერთ-ერთმა მეზობელმა პრაქტიკულად შეზღუდა საწვავის იმპორტი, თუმცა ამას ბაზარზე ჯერჯერობით უმნიშვნელო გავლენა ჰქონდა და ასეც იქნება სავარაუდოდ“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები