დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთის პრეზიდენტმა მანამდე თქვა, რომ უვიზო რეჟიმისა და ფრენების აღდგენა იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება. დღეს რაც ლავროვმა თქვა, ეს არის ფაქტის კონსტატაცია - ირაკლი ღარიბაშვილი

რუსეთის პრეზიდენტმა მანამდე თქვა, რომ უვიზო რეჟიმისა და ფრენების აღდგენა იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება. დღეს რაც ლავროვმა თქვა, ეს არის ფაქტის კონსტატაცია - ირაკლი ღარიბაშვილი

2023-09-28 14:47:37

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიასთან რუსეთ-საქართველოს შორის ფრენებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.

„რუსეთის პრეზიდენტმა მანამდე თქვა, რომ უვიზო რეჟიმისა და ფრენების აღდგენა იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება. დღეს რაც სერგეი ლავროვმა თქვა, ეს არის ფაქტის კონსტატაცია - რა თქმა უნდა, გაფორმდა შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან. ბუნებრივია, ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტო თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და შესაბამის რუსულ კომპანიას. ამ შეთანხმებაზეა საუბარი და რა არის ამაში გაუგებარი და რა სკანდალი ნახეთ ამაში?

ლავროვის განცხადება არის დადასტურება იმ ფაქტისა, რომ შეთანხმება მოხდა მთავრობასთან. ჩვენ ეს ფარულად არ გაგვიკეთებია - მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ ის განცხადება გააკეთა, ჩვენ ამას მივესალმეთ და ვთქვით, რომ ეს კარგი ნაბიჯია. რაც წაადგება ჩვენს ხალხს და ქვეყანას, კარგია. ეს ყველაფერი ღიად გავაკეთეთ და ვთქვით, რომ იფრენენ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და თვითმფრინავები“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები