დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთის რამდენ მოქალაქეს მიანიჭა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა - პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი

რუსეთის რამდენ მოქალაქეს მიანიჭა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა - პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი

2023-07-25 17:37:40

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 ივლისის ჩათვლით სალომე ზურაბიშვილმა საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის ფედერაციის 2 564 მოქალაქეს მიანიჭა.

როგორც სადეპუტატო კითხვის პასუხად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 17 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიანიჭა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს 2 564 მოქაალაქეს, რომელთაგან 2 530 პირი წარმოშობით არის საქართველოდან, 23 პირი საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრია, ხოლო 11 პირი წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს („საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის "გ" ქვეპუნქტი)“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ ინფორმაციაში. 

ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით 5 პირს, გამარტივებული წესით - 15 პირს, ხოლო სპეციალური წესით 8 პირს მიენიჭა.

„ამას გარდა, საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა 3 071 საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, მათ შორის: საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლების გამოყენების საფუძველზე - 3 034 საქართველოს ყოფილ მოქალაქეს. აღნიშნული პირების მოქალაქეობრივი კუთვნილების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის N2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, - განმარტავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები