დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთში ელექტრომობილი Amber წარმოადგინეს, რომლის სერიული წარმოებაც 2025 წლიდან დაიწყება

რუსეთში ელექტრომობილი Amber წარმოადგინეს, რომლის სერიული წარმოებაც 2025 წლიდან დაიწყება

2023-12-22 16:25:00

მოსკოვის პოლიტექნიკურმა უნივერსიტეტმა ელექტრომობილის პროტოტიპი Amber წარმოადგინა. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, ელექტრომობილის ძირითადი კომპონენტები რუსულია.

ელექტრომობილის შემუშავება, რომელიც L7 კატეგორიისა Avtodor-ის დაკვეთით ხორციელდება. მოსკოვის პოლიტექნიკური უნივერსიტეტო პირობას იძლევა, რომ Amber იქნება "კომპაქტური და ხელმისაწვდომი", რადგან იქირავებენ აკუმულატორის ელემენტს და არ იქნება საჭირო მისი შეძენა. ხოლო ძარა წარმოებისთვის ძვირადღირებული ტექნოლოგიები არ არის საჭირო

როგორც რუსული მედია წერს, 2025 წლიდან კალინინგრადში მდებარე  Avtodor-ის ქარხანაში, წელიწადში 50 ათასი სერიული ელექტრომობილის წარმოება იგეგმება, სადაც მანამდე BMW, KIA და Hyundai მანქანები იწყობოდა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები