დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსული VTB-ი ბანკის ევროპული შვილობილი ლიკვიდირებულის სტატუსს მიიღებს

რუსული VTB-ი ბანკის ევროპული შვილობილი ლიკვიდირებულის სტატუსს მიიღებს

2023-03-28 09:28:13

რუსული ვითიბი ბანკის შვილობილი ვითიბი (ევროპა) მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან ლიკვიდიაციას დაექვემდებარება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრედიტო ინსტიტუტის რიგგარეშე კრებაზე მიიღეს, ნათქვამია „ვითიბი ბანკ ევროპის“ განცხადებაში.

1-ელი აპრილიდან ბანკი განაგრძობს კლიენტებთან და საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტას. ლიკვიდაციის პროცესს რამდენიმე წელი დასჭირდება. კლიენტების დეპოზიტები ბანკში დეპოზიტების ორსაფეხურიანი გარანტიის სისტემითაა დაცული.

„ვითიბი ბანკი ევროპის“ აქტივები 2021 წლის ბოლოს 7,3 მილიარდ ევროს შეადგენდა. 2022 წლის აპრილში, VTB-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, გერმანიის მარეგულირებელმა რუსულ ბანკს შვილობილი კომპანიის მართვა ჩამოართვა და შეუწყვიტა VTB Bank Europe-ის ფინანსური აქტივების განკარგვის შესაძლებლობა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები