დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საახალწლო არდადეგებზე ჩინეთში მგზავრთა გადაადგილება 78%-ით გაიზარდა

საახალწლო არდადეგებზე ჩინეთში მგზავრთა გადაადგილება 78%-ით გაიზარდა

2024-01-08 10:31:00

ჩინელებმა საახალწლოდ, სამი დღის განმავლობაში 128 მილიონზე მეტი მოგზაურობა განახორციელეს, რაც 78,4%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ არსებულ მაჩვენებლებზე. ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტრო იტყობინება.

წინასწარი შეფასებით, მათ მხოლოდ რკინიგზით 44,2 მლნ-ჯერ იმოგზაურეს - 177,5%-ით მეტი, ვიდრე ერთი წლის წინანდელი დასვენების პერიოდი.

სამინისტროს მონაცემებით, შაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობის მაჩვენებელმა 5,19 მილიონს მიაღწია.

პანდემიის შეზღუდვების შემდეგ, ქვეყნის მოსახლეობამ ასევე დაიწყო საგრძნობლად გადაადგილება გზებითა და საზღვაო ტრანსპორტით.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები