დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საავტომობილო გზებითა და რკინიგზით, საქართველოდან ტაჯიკეთში გადაზიდვები იზრდება

საავტომობილო გზებითა და რკინიგზით, საქართველოდან ტაჯიკეთში გადაზიდვები იზრდება

2023-08-29 10:00:12

2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ტაჯიკეთში საავტომობილო გზებით 20,884 მლნ აშშ დოლარის საქონელი შევიდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის ინფორაციით, საანგარიშო პერიოდში ტაჯიკეთმა საქართველოდან რკინიგზით იმპორტიც გაზარდა.

სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 994 230 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.4-ჯერ აღემატება 2022 წლის იანვარ-ივლისის შედეგებს (405 500 აშშ დოლარი).

ამავდროულად, ტაჯიკეთის იმპორტმა საქართველოდან საჰაერო გზით 255 150 დოლარი შეადგინა, რაც 17,4 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის შესაბამის თვეებთან შედარებით (308 980 აშშ დოლარი).

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2023 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით 22,170 მილიონი დოლარი შეადგინა.

ეს არის 81 პროცენტიანი ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (7,863 მილიონი აშშ დოლარი).

ამ პერიოდში საქართველოს სავაჭრო ბალანსმა ტაჯიკეთთან 22,098 მლნ დოლარი შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები