დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საბურთალოს რაიონის 28 ათასამდე მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწდება

საბურთალოს რაიონის 28 ათასამდე მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწდება

2023-08-29 17:05:11

„თელასის“ ცნობით, დღეს 15:14 საათზე ავარიულად გაითიშა ქვესადგურის „საბურთალო-1" მკვებავი 35-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება საბურთალოს რაიონის 28 ათასამდე მომხმარებელს.

„თელასი"-ს საავარიო სამსახური ადგილზე იმყოფება და აღდგენით სამუშაოებს აწარმოებს. ელექტრომომარაგება 18:00 საათზე აღდგება.

„28 აგვისტოს საბურთალოზე, ოდიშელიძის ქუჩაზე არსებულ გაზის მილზე გაჩენილი ხანძრის გამო „თელასი"-ს მაღალი ძაბვის კაბელები დაიწვა. „თელასი"-ს საავარიო სამსახურმა უმოკლეს ვადებში შეძლო ავარიის აღმოფხვრა და ელექრტომომარაგების აღდგენა. თუმცა დრეს  35-კილოვოლტიანი ელექტროკაბელი ისევ დაზიანდა.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები