დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად გაყიდა და იყიდა ქვეყანამ ელექტროენერგია - ექსპორტ/იმპორტის სტატისტიკა

სად გაყიდა და იყიდა ქვეყანამ ელექტროენერგია - ექსპორტ/იმპორტის სტატისტიკა

2024-03-20 12:00:00

ოქტომბრიდან დაწყებული ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტი ხორციელდება. როგორც მიმდინარე წლის სტატისტიკით ირკვევა, იმპორტის მოცულობა ღირებულებით ნაწილში გაზრდილი, ხოლო  კვტ/სთ-ების მიხედვით შემცირებულია. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 332,918.00 ათასი კვტ.სთ-ის ელექტროენერგია იყიდა, რაშიც 1,659.42 ათასი დოლარი გადაიხადა.

2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანაში იმპორტირებულია 587.23 ათასი დოლარის ღირებულების 454,429.00 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგია. შესაბამისად, მოცულობის კუთხით ელექტროენერგიის იმპორტი 27%-იან კლებას, ხოლო ღირებულებით ნაწილში 183%-იან ზრდას აჩვენებს.

ის, რომ მიმდინარე წელს ქვეყანა შედარებით ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიის იმპორტს მოახდენდა ამაზე მინიშნება მთავრობის მხრიდან გაკეთდა კიდეც, რადგანაც ქვეყანა ზამთარში სახელმწიფო თუ კერძო თბოელექტროსადგურების სრული დატვირთვით ამუშავებს.

საქსტატის მიხედვით ქვეყანამ 2024 წელს ელექტროენერგია აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან იყიდა. ვინაიდან ქვეყნების ჭრილში მოცულობები უკვე საჯარო ინფორმაცია აღარ არის, ღირებულებითი ნაწილით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქვეყანამ ყველაზე მეტი ელექტროენერგია აზერბაიჯანიდან იყიდა.

  • აზერბაიჯანი - 1,296.65 ათასი დოლარი,
  • რუსეთი - 362.77 ათასი დოლარი.

იმპორტის კლების პარალელურად გაზრდილია ქვეყნიდან ელექტროენერგიის ექსპორტი. 2024 წლის 2 თვეში ქვეყანამ 12,638.30 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგია გაყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,359.00 ათასი კვტ.სთ, შესაბამისად ზრდა 830%-ია. 2024 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანამ ელექტროენერგია აზერბაიჯანსა და თურქეთში გაყიდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები