დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად იწარმოება ყველაზე დიდი მოცულობით ლუდი

სად იწარმოება ყველაზე დიდი მოცულობით ლუდი

2023-08-11 10:00:39

ლუდის წარმოება პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდა. 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა აწარმოეს 34,3 მლრდ ლიტრი ალკოჰოლის შემცველი ლუდი და 1,6 მლრდ ლიტრი ლუდი, რომელიც შეიცავდა 0,5%-ზე ნაკლებ ალკოჰოლს ან საერთოდ არ ჰქონდა ალკოჰოლის შემცველობა.

ევროსტატის ინფორმაციით, 2021 წელთან შედარებით, ევროკავშირში ალკოჰოლის შემცველი ლუდის წარმოება 7%-ით გაიზარდა და 2019 წლის, პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა, როდესაც წარმოება 34,7 მილიარდი ლიტრი იყო. რაც შეეხება უალკოჰოლო ლუდს, 2021 წელთან შედარებით ამ მიმართულებით არანაირი ცვლილება არ მომხდარა.

2022 წელს ევროკავშირის ლუდის მთლიანი წარმოება (ალკოჰოლით და მის გარეშე) შეადგენდა 80 ლიტრს ერთ მოსახლეზე.

2022 წელს გერმანია კვლავ რჩება ტოპ მწარმოებლად 7,6 მილიარდი ლიტრით (ევროკავშირის მთლიანი წარმოების 22%-ზე მეტი). ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირში წარმოებული ალკოჰოლის შემცველი ყოველი მეოთხე ლუდიდან ერთი იწარმოვა გერმანიაში.

გერმანიას მოსდევს ესპანეთი, 3,9 მილიარდი ლიტრით (ევროკავშირის მთლიანი წარმოების 11%-ზე მეტი), პოლონეთი 3,7 მილიარდი ლიტრით (11%), ნიდერლანდები 2,6 მილიარდი ლიტრით (თითქმის 8%) და საფრანგეთი და იტალია, ორივე 2,0-ით მილიარდი ლიტრით (თითოეული 6%).

ვაჭრობის მონაცემები აჩვენებს, რომ 2022 წელს ნიდერლანდები კვლავ ლიდერობს, როგორც ალკოჰოლის შემცველი ლუდის მთავარი ექსპორტიორი. ევროკავშირის ლუდის მთლიანი ექსპორტის 27%-ით. 

ნიდერლანდებს მოჰყვა ბელგია (1,6 მილიარდი ლიტრი; 17%), გერმანია (1,5 მილიარდი ლიტრი; 16%), ჩეხეთი (0,6 მილიარდი ლიტრი; 6%) და ირლანდია (0,4 მილიარდი ლიტრი; 5%).

იმპორტის კუთხით ასევე ცვლილება არ ყოფილა 2021 წელთან შედარებით, რადგან 2022 წელს საფრანგეთი აგრძელებდა ალკოჰოლის შემცველი ლუდის უმსხვილეს იმპორტიორად პოზიციონირებას, 0,9 მილიარდი ლიტრით, რაც წარმოადგენს ევროკავშირის მთლიანი (შიდა და ევროკავშირის გარეთ) იმპორტის 17%-ს.

სხვა მსხვილი იმპორტიორები იყვნენ იტალია 0,7 მილიარდი ლიტრით (14%), გერმანია 0,7 მილიარდზე ნაკლები (12%), ნიდერლანდები 0,6 მილიარდი ლიტრით (11%) და ესპანეთი 0,5 მილიარდი ლიტრით (10%).

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები