დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად ყიდის საქართველო ღვინოს

სად ყიდის საქართველო ღვინოს

2023-06-24 00:00:24

ღვინის ექსპორტი 31%-იან ზრდას აჩვენებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ- მაისში საქართველომ ექსპორტზე 103,515.12 ათასი დოლარის ღირებულების 35,603,689.95 ლიტრი ღვინო გაიტანა ექსპორტზე, მაშინ როდესაც 2022 წლის იანვარ-მაისში ექსპორტის მაჩვენებელი 27,141,853.9 ლიტრი იყო.

მიმდინარე წელს საქართველომ ღვინო 55 საექსპორტო ბაზარს მიაწოდა, თუმცა ლიდერი ამ მხრივ მაინც რუსეთია სადაც 5 თვეში 25,253,801.23 ლიტრი ღვინო გაიგზავნა, რაც მთლიანი ექსპორტის 71%-ია. 

სად ყიდის საქართველო ღვინოებს, ტოპ-5 ქვეყანა:

  • რუსეთი - 25,253,801.23 ლიტრი,
  • პოლონეთი - 2,128,388.68 ლიტრი,
  • უკრაინა - 1,760,388.55 ლიტრი,
  • ჩინეთი - 1,479,198.88 ლიტრი,
  • ყაზახეთი - 1,193,728.50 ლიტრი.

ბოლო14 წლის სტატისტიკით, ღვინის ექსპორტის კუთხითთ რეკორდული 2022 წელი იყო, ამ წელს საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებს 71,112,625.96 ლიტრი ღვინო მიაწოდა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები