დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად ყიდის საქართველო ღვინოს - TOP-5 ბაზარი

სად ყიდის საქართველო ღვინოს - TOP-5 ბაზარი

2023-12-25 16:00:00

ღვინის ექსპორტი 12%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ ექსპორტზე 83,265,496.69 ლიტრი ღვინო გაიტანა, რომლის საერთო ღირებულებამაც 240,348.26 ათასი დოლარი შეადგინა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტზე 94,857,548.15 ლიტრი ღვინო გავიდა.

ქართული ღვინის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი ისევ რუსეთია. სწორედ რუსეთზე მოდის ღვინის მთლიანი ექსპორტის 70%-ი. ქართული ღვინის ნომერ მეორე საექსპორტო ბაზარი პოლონეთია, სადაც ქვეყნიდან ექსპორტირებული ღვინის 6%-ი გავიდა.

საგულისხმოა, რომ 2023 წლის 11 თვეში 2022 წლის 11 თვესთან შედარებით ღვინის ექსპორტი 11%-ითაა შემცირებული. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ ექსპორტზე 157,573.80 ათასი დოლარის ღირებულების 58,289,174.66 ლიტრი ღვინო გაიტანა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 65,857,288.04 ლიტრი ღვინო, რომლის საექსპორტო ღირებულებაც 149,989.02 ათასი დოლარი იყო.

2023 წლის 11 თვეში ქვეყნიდან ექსპორტირებული ღვინის 11%-ი ევროკავშირის ბაზარზე შევიდა. მიმდინარე წელს ევროკავშირში სულ 8,910,597.48 ლიტრი ქართული ღვინო შევიდა, რომლის საერთო ღირებულებაც 28,122.07 ათასი დოლარი იყო. 

მიუხედავად იმისა, რომ წელს ქართული ღვინის ექსპორტი მოცულობის მხრივ კლებას აჩვენებს, სამაგიეროდ ზრდაა ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების კუთხით. თუ 2022 წლის 11 თვეში ექსპორტზე 232,577.80 ათასი დოლარის ღვინო გავიდა, 2023 წლის 11 თვეში ამ მაჩვენებლებმა უკვე 240,348.26 ათასი დოლარი შეადგინა, შესაბამისად ზრდა 3%-ია.

სად ყიდის საქართველო ღვინოს - TOP-5 ბაზარი

  • რუსეთი - 157,573.80 ათასი დოლარი - 58,289,174.66 ლიტრი,
  • პოლონეთი - 13,374.74 ათასი დოლარი - 5,305,860.05 ლიტრი,
  • უკრაინა - 13,221.71 ათასი დოლარი - 4,757,983.69 ლიტრი,
  • ჩინეთი - 10,306.00 ათასი დოლარი - 2,838,683.03 ლიტრი,
  • ყაზახეთი - 8,674.53 ათასი დოლარი - 2,784,134.30 ლიტრი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები