დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად ყიდულობს საქართველო ანანასს

სად ყიდულობს საქართველო ანანასს

2024-01-27 14:00:00

2023 წელს ქვეყანაში ანანასის იმპორტი შემცირდა. გასულ წელს ქვეყანამ 1,917.23 ტონა ანანასი იყიდა, რაშიც 1,808.48 ათასი დოლარი გადაიხადა, 2022 წელს კი იმპორტმა 1,943.73 ტონა შეადგინა, ხოლო მასში გადახდილმა თანხამ კი 2,126.79 ათასი დოლარი. შესაბამისად კლება 1%-ია.

ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ ანანასის იმპორტის მაქსიმუმი 2022 წელს დაფიქსირდა.

საქართველოში ანანასის იმპორტი სულ 8 ბაზრიდან ხდება თუმცა უპირობო ლიდერი თურქეთია. სწორედ თურქეთზე მოდის ანანასის იმპორტის 73%-ი. 

თურქეთი - 1,397.46 ტონა,

ნიდერლანდები - 477.74 ტონა,

სომხეთი - 19.68 ტონა,

კოსტა-რიკა - 18.29 ტონა,

კენია - 3.00 ტონა,

პოლონეთი - 0.72 ტონა,

პორტუგალია - 0.22 ტონა,

გერმანია - 0.12 ტონა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები