დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად ყიდულობს საქართველო ნაყინს

სად ყიდულობს საქართველო ნაყინს

2023-07-29 12:00:51

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ნაყინის წარმოება მზარდია, მზარდია მისი იმპორტიც. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 6 თვის მაჩვენებლებით ნაყინის იმპორტი 15%-ითაა გაზრდილი. იანვარ-ივნისში ქვეყანაში 3,169.84 ათასი დოლარის ღირებულების 619.13 ტონა ნაყინის იმპორტი დაფიქსირდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 537.98 ტონის.

საქართველოში იმპორტირებული ნაყინის 31%-ი თურქეთზე მოდის, ხოლო 22%-ი უკრაინაზე.

ტოპ-5 ქვეყანა საიდანაც საქართველო ნაყინს ყიდულობს:

  • თურქეთი - 191.74 ტონა,
  • უკრაინა - 134.96 ტონა,
  • რუსეთი - 91.42 ტონა,
  • სომხეთი - 88.80 ტონა,
  • საფრანგეთი - 64.79 ტონა.

საქართველოში ნაყინის იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2018 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანაში 903.50 ტონა ნაყინი შემოვიდა.

ბოლო წლების სტატისტიკით კი 2022 წელს 2021 წელთან შედარებით ნაყინის იმპორტი 18%-იან ზრდას აჩვენებს. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები