დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად ყიდულობს საქართველო ყავას - TOP-5 ქვეყანა

სად ყიდულობს საქართველო ყავას - TOP-5 ქვეყანა

2023-06-30 10:00:20

საქართველოში ყავის იმპორტი 9%-ითაა გაზრდილი. როგორც საქსტატის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 11,885.53 ათასი დოლარის ღირებულების 3,096.30 ტონა ყავა იყიდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ყავის იმპორტი 2,832.16 ტონას შეადგენდა.

2022 წელს საქართველომ საერთაშრისო ბაზრებიდან 19%-ით მეტი ყავა იყიდა, ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2022 წელს ყავის იმპორტმა 7,661.33 ტონა შეადგინა, ხოლო 2021 წელს კი 6,437.16 ტონა. 2022 წელს ყავის იმპორტმა ბოლო 14 წლის მაქსიმუმსაც  კი მიაღწია. 

ბოლო 5 თვის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული ყავის 40%-ი ქვეყანაში ინდონეზიიდან შემოვიდა, ხოლო 23%-ი ვიეტნამიდან.

სად ყიდულობს საქართველო ყავას?

  • ინდონეზია - 3,096.30 ტონა,
  • ვიეტნამი - 710.67 ტონა,
  • რუსეთი - 244.44 ტონა,
  • იტალია - 145.76 ტონა,
  • გერმანია - 131.71 ტონა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები