დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საგზაო დეპარტამენტმა რიკოთის მაგისტრალთან სარისკო ფერდის გამაგრებისთვის ₾64-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

საგზაო დეპარტამენტმა რიკოთის მაგისტრალთან სარისკო ფერდის გამაგრებისთვის ₾64-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

2023-11-15 18:10:49

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მაგისტრალთან (თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 149-კმ) არსებული სარისკო ფერდობის გამაგრებისთვის სამუშაობს შეიყუდის. 

უწყებამ გამოაცხადა ტენდრი, რომლის მოცულობაც ₾64 მილიონია. ტენდერის პირობების  თანახმად პრეტენდენტებს წინადადების წარდგენა 13 დეკემბრიდან 18 დეკემბრამდე შეეძლებათ. 

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრის მიმდებარედ პოტენციური მეწყერული ფერდის სტაბილიზაციის ღონისძიებები შემდეგ სამუშაოებს მოიცავს: 

მოსამზადებელი სამუშაოები; ბერმების ექსკავაცია;  სტაბილიზაციის ღონისძიებები, პასიური დაანკერება; ადგილობრივი ჩამოშლილის/ეროზიის პრევენცია; ეროზიის დამცავი საფენის განთავსება ჭრილის ფერდობზე;  დრენაჟის მოწყობა,სადრენაჟე თხრილის მოსახვა რკინაბეტონით; პასიური ანკერების გამოცდა. 

სატენდერო პირობებში ასევე არის მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ

„პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა ან არაუმეტეს 3 (სამი) შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 60%-ისა“, - ნათქვამია დოკუმენტაციაში.

შეგახსენებთ, რომ 30 მარტს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის (149-ე კმ) მონაკვეთზე, არსებული გზის სიახლოვეს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო, საავტომობილო გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.

რიკოთის უღელტეხილზე სპეციალური რეჟიმი 12 ოქტომბერს გაუქმდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები