დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს ეკუთვნის - ვოლოდიმირ ზელენსკი

საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს ეკუთვნის - ვოლოდიმირ ზელენსკი

2023-12-15 01:50:08

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს მიერ ევროკავშირის გაფართოების პაკეტის დამტკიცებას ეხმაურება.

"სატელეფონო საუბარი მქონდა სალომე ზურაბიშვილთან და მივულოცე მას და ქართველ ხალხს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მოხარული ვარ, რომ მივიღე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მილოცვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს ეკუთვნის", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. 

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები