დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო ევროპული ქსელის „Eurydice Network"-ის წევრი გახდა

საქართველო ევროპული ქსელის „Eurydice Network"-ის წევრი გახდა

2024-04-12 23:41:00

საქართველო ევროპული ქსელის „Eurydice Network‘‘-ის წევრი გახდა, რომელიც Erasmus+ პროგრამის ნაწილია და ის მხოლოდ ევროკავშირის წევრ და Erasmus+ ასოცირებულ ქვეყნებს აერთიანებს.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს „Eurydice Network‘‘-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის 2023 წელს, ბრიუსელში, ოფიციალური ვიზიტის დროს, იქნა მიღებული.

 

ამჟამად, „Eurydice Network‘‘-ში 40 ქვეყანაა ჩართული. ქსელის მიზანია, აღწეროს და სისტემატურად განაახლოს მასში ჩართული ქვეყნების განათლების სისტემები, რომელთა შესახებ ინფორმაციაც განთავსებულია ერთიან ევროპულ პლატფორმაზე.

 

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ითავსებს Eurydice ეროვნული ოფისის ფუნქციებს. საქართველოს განათლების სისტემის აღწერის მოსამზადებლად, ევროკავშირის მხრიდან ქვეყნისთვის გრანტი გამოიყო.

 

„Eurydice Network‘‘ ევროპაში განათლების შესახებ საინფორმაციო ქსელი 1980 წელს დაარსდა ევროკომისიის მიერ და წარმოადგენს ერთ-ერთ სტრატეგიულ მექანიზმს განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

 

ქსელი სთავაზობს საჭიროებებზე მორგებულ ინფორმაციას მათ, ვინც ჩართულია განათლების პოლიტიკის ფორმირებაში, განათლების სერვისების მიწოდებაში და ა.შ.

 

„Eurydice Network‘‘-ის ქსელი ხელს უწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას ქვეყნებს შორის განათლების პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლის გზით და ამზადებს კვლევებს განათლების საკითხებზე, რომლებიც საერთოა სხვადასხვა განათლების სისტემებისთვის.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები