დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-სთან შეფარდებით მსოფლიოში მეხუთეა

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-სთან შეფარდებით მსოფლიოში მეხუთეა

2023-06-29 10:57:49

მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საუკეთესო მაჩვენებლების მქონე მსოფლიოს  76 ქვეყანას შორის საქართველო ტოპ ხუთეულშია.  

ამის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

შესაბამის რეიტინგს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმედია ჰოლდინგის, Financial Times-ის ჯგუფის წევრი fDi Intelligence, Greenfield FDI Performance index-ში აქვეყნებს. 

ამასთან,  წლევანდელ რეიტინგში საქართველომ პოზიციები 20 ადგილით გაიუმჯობესა. 

ინდექსის თანახმად, 2022 წელს მშპ-სთან მიმართებით, საქართველომ პროექტების რაოდენობით რეკორდული ზრდა დააფიქსირა და არსებული მაჩვენებელი გააოთხმაგა.  

აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2022 წელს რეკორდულად მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოიზიდა, რამაც 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

Greenfield FDI Performance ინდექსს კოსტა რიკა ლიდერობს, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სერბეთის მოსდევს.  ინდექსში საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა პორტუგალია, ლიეტუვა და სინგაპური.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები