დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო საშუალო ხელფასით, რეგიონში სომხეთსა და რუსეთს ჩამორჩება

საქართველო საშუალო ხელფასით, რეგიონში სომხეთსა და რუსეთს ჩამორჩება

2023-08-10 19:00:01

საქართველო რეგიონში საშუალო ხელფასით რუსეთსა და სომხეთს ჩამორჩება. ამის შესახებ ინფორმაციას Economy of Armenia, Numbeo-ზე დაყრდნობით Twitter-ზე ავრცელებს.

2023 წლის მონაცემებით, რეგიონში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი სომხეთშია – $623.

მეორე ადგილზეა რუსეთი $502-ით, ხოლო მესამეზე საქართველო $487-ით. 

მომდევნო ადგილებს ინაწილებენ თურქეთი - $394, აზერბაიჯანი - $ 372 და ირანი - $271.

საქსტატის მონაცემებით 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასმა 1717 ლარი შეადგინა, რაც $660-ს შეადგენს (კურსით 1$=₾2.6)

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები