დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო უბრუნდება ტრადიციულ ნელი ზრდის ტემპს - PMC Research

საქართველო უბრუნდება ტრადიციულ ნელი ზრდის ტემპს - PMC Research

2024-02-28 17:14:00

საქართველო უბრუნდება ტრადიციულ ნელი ზრდის ტემპს, - ამის შესახებ PMC Research-ის მაკრო მიმოხილვაშია აღნიშნული. ანალიტიკური მასალის თანახმად, 2024 წელს ეკონომიკის შედარებით ნელი ზრდაა მოსალოდნელი, რეალური მშპ-ს მოსალოდნელი ზრდა 5.2%- ია (2023 წელთნ შედარებით 2.3პპ-ით ნაკლები).

− ვაჭრობა: ექსპორტისა და იმპორტის ზრდის პროგნოზი შემცირებულია წინა წელთან შედარებით. − ინფლაცია: 2024 წელს მთლიანი ინფლაცია სამიზნე ინფლაციაზე (3.0%) ნაკლებ დონეზე, 2.8%-ზე იქნება. − ფისკალური მაჩვენებლები: მთავრობის ვალი, ბიუჯეტისა დამიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2024 წელს, სავარაუდოდ, 2023 წლის დონეზე შენარჩუნდება.

− ტურიზმი: მოსალოდნელია ტურიზმის გაუმჯობესება, თუმცა გასათვალისწინებელია რეგიონული კონფლიქტისა და აზერბაიჯანის საზღვრის დაგვიანებული გახსნის რისკები

• ეკონომიკური ზრდა დასტაბილურდა. 2023 წელს საქართველოს ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა (7.5%), თუმცა წინა ორ წელთან შედარებით - უფრო ნელი ტემპით.
• 2023 წლის დადებით ტენდენციებს წარმოადგენს შემდეგი ფაქტორები:
− ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება. 2023 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც მთლიანი (2.5%), ასევე საბაზო ინფლაცია (3.8%), რასაც მოჰყვა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება.
− ტურიზმის სექტორის აღდგენა. 2023 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ტურისტების რაოდენობა, ასევე საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი.
− შრომის ბაზრის გაზრდილი ეფექტიანობა. შემცირებული უმუშევრობისა და ნაკლებად მჭიდრო ვაკანსიების გამოცხადების დონის პარალელურად, 2023 წელს შრომის
ბაზრის ეფექტიანობა გაიზარდა.
− მიმზიდველი ბიზნეს და ეკონომიკური კლიმატი. 2023 წლის განმავლობაში, როგორც ბიზნეს, ასევე ეკონომიკური კლიმატი იყო პოზიტიური. ამასთანავე, მოლოდინები პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით გაუმჯობესდა.
• შემდეგი ფაქტორებია 2023 წლის შემაფერხებელი ტენდენციები:
− რუსეთთან დაკავშირებული ზოგიერთი ეფექტი მცირდება. 2023 წელს ფულადმა გზვანილებმა რუსეთიდან იკლო, ასევე შემცირდა ვაჭრობა რუსეთთან.
− მოთხოვნა და ფასი საქართველოს წამყვან საექსპორტო პროდუქტებზე შემცირდა. გლობალური მოთხოვნა და ფასი სპილენძის მადნებსა და ფეროშენადნობებზე შემცირდა, რაც უარყოფითად აისახება ექსპორტის ზრდაზე.

ზოგიერთ სექტორებში სუსტი აქტივობა დაფიქსირდა 2023 წლის პირველ 9 თვეში. რამდენიმე სექტორში წლიური კლება დაფიქსირდა (მრეწველობა, ჯანდაცვა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული აქტივობები), ხოლო ზოგიერთმა სექტორმა ზრდის უფრო ნელი ტემპი აჩვენა (განთავსება) 2022 წლის 9 თვესთან შედარებით. − პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება. საქართველოში 2023 წლის პირველ 9 თვეში, 2022 წლის 9 თვესთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბალი მაჩვენებლი დაფიქსირდა

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები