დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოდან 11 წლის განმავლობაში ემიგრაციაში 779 237 ადამიანი წავიდა

საქართველოდან 11 წლის განმავლობაში ემიგრაციაში 779 237 ადამიანი წავიდა

2023-09-07 14:00:57

ბოლო 11 წელიწადში საქართველოდან ემიგრაციაში 779 237 ადამიანი წავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის წევრ ლევან ბეჯაშვილს სადეპუტატო შეკითხვის საფუძველზე საქსტატმა მიაწოდა. 

საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, რომ ყველაზე მეტმა მოქალაქემ ქვეყანა 2022 წელს დატოვა. გასულ წელს ქვეყნიდან 100 802 ადამიანი - 62 687 კაცი და 38 115 ქალი გავიდა. 

საქართველოდან ეიგრაციაში წასული ადამიანების სტატისტიკა 2010-2022 წლები: 

  • 2012 წელი - 60 307 ადამიანი - 31 937 კაცი და 28 370 ქალი;
  • 2013 წელი - 66 802 ადამიანი -37 338 კაცი და 29 464 ქალი;
  • 2014 წელი - 69 855 ადამიანი - 40 221 კაცი და 29 634 ქალი;
  • 2015 წელი - 67 452 ადამიანი - 37 711 კაცი და 29 741 ქალი;
  • 2016 წელი - 64 705 ადამიანი - 34 869 კაცი და 29 836 ქალი;
  • 2017 წელი - 67 269 ადამიანი - 36 713 კაცი და 30 556 ქალი;
  • 2018 წელი - 76 367 ადამიანი - 41 960 კაცი და 34 407 ქალი;
  • 2019 წელი - 81 978 ადამიანი - 44 650 კაცი და 37 328 ქალი;
  • 2020 წელი - 43 349 ადამიანი - 26 137 კაცი და 17 212 ქალი;
  • 2021 წელი - 80 351 ადამიანი - 49 846 კაცი და 30 505 ქალი;
  • 2022 წელი - 100 802 ადამიანი - 62 687 კაცი და 38 115 ქალი

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9 პროცენტით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა.

ამავე პერიოდში, იმიგრანტების 84.3 პროცენტი და ემიგრანტების 86.7 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.

2022 წელს, იმიგრანტების 30.3 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 80.5 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები