დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ფინანსური სისტემა სანქციებს ზედმიწევნით იცავს - არჩილ მესტვირიშვილი

საქართველოს ფინანსური სისტემა სანქციებს ზედმიწევნით იცავს - არჩილ მესტვირიშვილი

2023-05-11 13:00:26

საქართველოს ფინანსური სექტორი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს ზედმიწევნით იცავს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლმა არჩილ მესტვირიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მესტვირიშვილმა განმარტა, რომ  ამ საკითხს ფინანსური სექტორი ძალიან სერიოზულად ეკიდება, შესრულების პროცესს კი, მონიტორინგს ეროვნული ბანკი უწევს.

„ფინანსურ სექტორს მოეთხოვება, დაიცვან ამერიკის, ევროკავშირის და ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები. ისინი ძალიან კარგად ახორციელებენ ამას. ეროვნული ბანკი აკეთებს სანქციების დაცვის მონიტორინგს.

ყველა შეფასებით, აღნიშნულია, რომ საქართველოს ფინანსური სისტემა სანქციებს ზედმიწევნით იცავს. ასევე, სავალუტო ფონდის პრესრელიზშიც აღნიშნულია და ბატონმა ჯეიმსმაც [ჯეიმს ჯონი - IMF-ის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში] აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ სანქციების დაცვა ამცირებს ომის უარყოფით გავლენას ჩვენს ეკონომიკაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ საკითხს ფინანსური სექტორი ძალიან სერიოზულად უდგება“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

იგივე თემაზე: 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები