დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს გააჩნია პოტენციალი, კაპიტალური ბაზრის რეგიონული ცენტრი გახდეს - „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი

საქართველოს გააჩნია პოტენციალი, კაპიტალური ბაზრის რეგიონული ცენტრი გახდეს - „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი

2024-03-14 15:10:00

კაპიტალის ბაზრები საქართველოში ძალიან სწრაფად ვითარდება და ქვეყანას გააჩნია პოტენციალი, კაპიტალური ბაზრის რეგიონული ცენტრი გახდეს, - ამის შესახებ „თიბისი“ ბანკის გენერალურმა დირექტორმა "თიბისი კაპიტალის" მიერ ორგანიზებული "კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო კონფერენციის"  მიმდინარეობისას ჟურნალისტებს განუცხადა. 

„ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან საინტერესო მიმართულება, საქართველოს გააჩნია პოტენციალი, რომ გახდეს რეგიონული ცენტრი კაპიტალური ბაზრის განვითარებისათვის. ჩვენ კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო კონფერენციაზე მოვიწვიეთ საერთაშორისო ექსპერტები, გლობალური საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები, როგორიცაა J.P. Morgan-ი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული ბანკი. ლოკალური კორპორაციული კომპანიები, რომლებიც ერთად განიხილავენ ბაზრის პოტენციალს“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. 

 

ამასთან, „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ კონფერენციაზე განხილვის თემა იქნება და გაიმართება დისუსია, თუ სად არის საქართველო კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით და სად იქნება 3-5 წლის შემდეგ. 

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის წამყვანი მოთამაშეები: J.P. Morgan, Citi, Fidelity Investments, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, Baker McKenzie, Dentons, BLC Law, Amundi, ADB, EBRD, IFC, ქართველი ემიტენტები და სხვა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

50 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები