დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს კომერციული ბანკების აქტივებმა ₾71.3  მილიარდს გადააჭარბა

საქართველოს კომერციული ბანკების აქტივებმა ₾71.3 მილიარდს გადააჭარბა

2023-09-01 09:00:05

საქართველოს ეროვნული ბანკის ინორმაციით, 2023 წლის ივლისის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი;

მათ შორის 13-საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 71.3  მლრდ ლარს შეადგენს.

საბანკო სექტორის კაპიტალი 11.4 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 16.0 პროცენტია.

2023 წლის ივლისის მდგომარეობით საბანკო სექტორის აქტივები და პასივები წარმოდგენილია IFRS სტანდარტის შესაბამისად მომზადებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები