დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის უნივერსიტეტებში სწავლისთვის რეგისტრაცია გახანგრძლივდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის უნივერსიტეტებში სწავლისთვის რეგისტრაცია გახანგრძლივდა

2024-01-09 21:00:00

საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად რეგისტრაციის პერიოდი ისევ გახანგრძლივდა. როგორ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის facebook-ის გვერდზე განთავსებული ვიდეორგოლიდან ირკვევა, რუსულ უნივერსიტეტებში განათლების მიღების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ: education-in-russia.com-ზე და შეავსონ შესაბამისი განაცხადი. 

„რუსეთის უნივერსიტეტებში 2024-2025 სასწავლო წლისთვის ჩარიცხვის ვადები გახანგრძლივდა.
რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტის ხარჯზე გრძელდება 2024-2025 სასწავლო წელს რუსეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისაღები კანდიდატების დაკომპლექტების კამპანია.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებს და საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ რუს თანამემამულეებს.
შესარჩევ კონკურსებში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ვებ-გვერდზე მონაწილეობის ფორმა და განაცხადი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რეგისტრაციის ვადა 2024 წლის 31 იანვარს იწურება.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, განაცხადების შევსების ბოლო ვადა იყო 2023 წლის 1-ლი ნოემბერი, შემდეგ ის გახანგრძლივდა 15 დეკემბრამდე. თუმცა როგორც ამჯერად საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის გვერდზე წერია ბოლო ვადა 31 იანვარია. 

იმავდროულად,  საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის  facebook-ის გვერდზე ქართველი სტუდენტების მისაზიდად განთავსებულია ორ ქართულენოვან ვიდეორგოლს, საიდანაც ერთ-ერთი განაცხადის შევსების ინსტრუქციაა, ხოლო მეორე კი იმის დემონსტრირება, რომ მსურველებისთვის რუსეთში სწავლა მართლაც უფასოა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები