დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს მსხვილი კომერციული ბანკები საერთაშორისო სანქციებს მხარს უჭრენ

საქართველოს მსხვილი კომერციული ბანკები საერთაშორისო სანქციებს მხარს უჭრენ

2023-09-20 16:00:10

საქართველოს 6 მსხვილი კომერციული ბანკი აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციების მხარდაჭერას განაგრძობენ. 

ამის შესახებ შესაბამისი განცხადებები „საქართველოს ბანკმა“, ლიბერთი ბანკმა, ტერამ, ბაზის ბანკმა, პროკრედიტბანკმა და თიბისი ბანკმა გაავრცელეს. 

კომერციული ბანკები აცხადებენ, რომ შესაბამისობაში არიან იმ მოთხოვნებთან, რაც საერთაშორისო სანქციებით რეგულირდება. 

"ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას", - ამის შესახებ  Business Insuder Georgia-ს  "საქართველოს ბანკში" განუცხადეს.

სს ლიბერთი ბანკი სრულ შესაბამისობაში არის და იქნება საქართველოს საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებისა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან, - აცხადებენ კომერციულ ბანკში. 

"ჩვენ, როგორც ევროპული ბანკი და საერთაშორისო საბანკო ჯგუფის წევრი, განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგებით მსგავს საკითხებს და მუდმივად შესაბამისობაში ვართ იმ მოთხოვნებთან, რაც საერთაშორისო სანქციებით რეგულირდება", - აცხადებენ ProCredit Bank-ში. 

მანამდე,ანალოგიური განცხადება, თიბისი ბანკმა, ტერა ბანკმა და ბაზის ბანკმა გაავრცელეს. 

19 სექტემბერს სებ-მა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. რომლის თანახმადაც სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

 

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა.

18 სექტემბერს სებ-ის გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" შეეზღუდა. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 18 სექტემბერს გამოეხმაურა ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები